საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დუშეთის რაიონში მომხდარი კატასტროფისას მოქალაქეების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.
დავით ბაქრაძის თქმით, ბოლო პერიოდში რამდენიმე ნაბიჯი იქნა გადადგმული, რითაც გამკაცრდა მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები.
გუშინ სოფელ ჭოპორტის გადასახვევთან ფორდის მარკის ავტომანქანა შეშით დატვირთულ "კამაზს" შეასკდა. შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 მგზავრი კი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.