„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები აფხაზეთის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა კონფლიქტის ეკონომიკური გზებით მოგვარების შესაძლებლობა და დაისახა ქართულ-აფხაზური მოქმედების პროგრამა.
„ამ შეხვედრას ორი მიზანი აქვს: პირველი, იმ შეცდომების გააზრება, რომელმაც სოხუმის დაცემის ტრდაგიკულ დღესთან მიგვიყვანა და მეორე, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე სრული ინფორმაციის ფლობა და იქ არსებული ვითარების დეტალური შესწავლა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისეთი რესურსი, როგორიც არის სახალხო დიპლომატია, რაც თავის მხრივ დაგვეხმარება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში და ქართილ-აფხაზური ურთიერთობების რეგულაციაში" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები მომავალშიც იგეგმება.