ტაილანდის კუნძულ პხუკეტზე, სპილოების შოუს დროს, სპილომ ური უკრაინელი ტურისტი გაჭყლიტა. ტრაგედია 12 სექტემბერს მოხდა, თუმცა ამ დრომდე ქვეყნის ხელისუფლება ამ ფაქტს არ ახმაურებდა.
როგორც ირკვევა, 26 წლის ოდესელი ტატიანა მეია საწოლზეა მიჭაჭვული, რადგანაც სპილომ მას გადაუარა და ნეკნები ჩაუმსხვრია. გოგონა ცოცხალი გადარჩა, თუმცა არაკვალიფიციური სამედიცინო ჩარევის გამო შესაძლოა ინვალიდად დარჩეს.
გოგონას მეუღლეს, ანტონ პერელილიცინს უფრო გაუმართლა, და სპილომ ის ბამბუკებში გადააგდო.