თელავის რაიონში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქრისტიან-დემოკრატებმა" მორიგი აქცია გამართეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკო ლაშხმა დღეს მხარდამჭერებთან ერთად სარეველა მცენარე - ამბროზიას განადგურების მიზნით სპეციალური პროგრამის შემუშავება და ეფექტური ღონისძიებების გატარება მოითხოვეს.
„სარეველას, რომელიც ძალზე სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თელავის შემოგარენში უზარმაზარი ფართობები უჭირავს. გლეხები მცდელობას არ აკლებენ, მაგრამ სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია. სტატისტიკის მიხედვით, გახშირებულია ალერგიის და ასთმის შემთხვევები. მრავალი მიმართვის მიუხედავად, სამწუხაროა, რომ არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს" - განაცხადა ლალიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები