რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი მოსკოვში დაპატიჟა. მიპატიჟება ანქვაბს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ გადასცა, რომელიც სოხუმში სპეციალურად ანქვაბის ე.წ. ინაუგურაციის ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.
"მინდა გადმოგცეთ თქვენ მილოცვა ჩვენი პრეზიდენტისგან, რომელიც თქვენს მოსკოვში ვიზიტს ელის", _ განაცხადა მატვიენკომ ანქვაბთან გამართულ შეხვედრაზე ე.წ. ინაურაციის ცერემონიალის შემდეგ. მანვე აღნიშნა, რომ ალექსანდრე ანქვაბის ვიზიტის ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი.