საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით, 28 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ფიჯის ესტუმრება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, ეს ვიზიტები აღნიშნულ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის და გაღრმავებისთვის აუცილებელია.
"საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეხვედრებს გამართავს ფიჯელ, ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ კოლეგებთან. შედგება საინტერესო საუბრები ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისივე თქმით, წელს, ავსტრალიის დედაქალაქ ქანბერაში გაიხსნება საქართველოს საელჩო.
"ეს შესაძლებლობებს მოგვცემს, რომ ავსტრალიასა და ოკეანეთის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები გაღრმავდეს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.