რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრი სერგეი ლავროვი კითხვაზე თუ რაზე აპირებს რუსული დიპლომატია 2010 წელს ყურადღების განსაკუთრებით გამახვილებას პასუხობს და რიგ საკითხთა შორის აღნიშნავს, რომ რუსეთი მომავალშიც მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების გამყარებას.
"აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მომავალშიც მოკავშირული ურთიერთობების გამყარებასა და კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას",_ აცხადებს ლავროვი და იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია ასევე არის დაინტერესებული უკრაინასთან ურთიერთობის გაუმჯობესებით და "იმედს იტოვებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკრაინაში ამისათვის ახალი პერსპექტივები გაიხსნება".