საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველომ ტუვალუს ფინანსური დახმარება გაუწია.
"საქართველომ ტუვალუს ფინანსური დახმარება გაუწია. ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის შემადგენელი ჩვეულებრივი ნაწილი. ჩვენ მათ სამედიცინო დახმარება გავუწიეთ, მას შემდეგ როდესაც ტუვალუმ აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თხოვნით მიმართა", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
ჯალაღანიას თქმით, მას არ ახოვს თუ რა რაოდენობის თანხას შეადგენდა დახმარება. მისივე თქმით, ტუვალუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ აფხაზური და რუსული პრესის მიერ გავრცელდა და ქართული მხარე ამ საქმესთან დაკავშირებით მონიტორინგის რეჟიმში იმყოფება.