იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პირადობის მოწმობების გაყალბების ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ბოლო დროს გახშირდა პოლიტიკური პარტიების გამოსვლები პირადობის მოწმობების გაყალბებასთან დაკავშირებით. მათ შორის პარტია `ახალი მემარჯვენეების~ ლიდერის ბატონ დავით გამყრელიძის საჯარო გამოსვლებში არაერთხელ გაიჟღერა ამ ბრალდებამ.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ არაერთგზის მიმართა პოლიტიკურ პარტიებს და ნებისმიერ პირს თხოვნით, წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გაყალბებული პირადობის მოწმობების თაობაზე. ამ დროისათვის არცერთი ასეთ დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი.
`ვუგზავნით წერილს პარტია `ახალი მემარჯვენეების~ ლიდერ ბატონ დავით გამყრელიძეს და კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაგვეხმარონ და მოგვაწოდონ გაყალბებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული კონკრეტული ინფორმაცია.~ განაცხადა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.