კვლავ კრიტიკულია დუშეთის რაიონში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაზარალებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ, ამავე საავადმყოფოში იმყოფება კიდევ 4 დაზარალებული.
მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოსა და ჟვანიას კლინიკაში არიან გადანაწილებული სხვა დაშავებულებიც.
ორ მძიმე დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია მცხეთის საავადმყოფოში ჩაუტარდა. მათ შორის კიდევ ერთი 21 წლის მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.