დღეს, 26 სექტემბერს, 13:00 საათზე, ქ.ქუთაისში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მეტალურგიული ქარხნის „ჰერკულესი" დაკავებული მუშების - მალხაზ გოგიავას, ემილო გუმბერიძის და ირაკლი იობიძის მხარდასაჭერ აქციას გამართავენ. აქცია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორის წინ გაიმართება.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც თბილისში დაფუძნებული, ასევე იმერეთში, აჭარასა და გურიაში მოქმედი ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ადამიანის უფლებათა ცენტრი", „საზოგადოებრივი დამცველი", „მრავალეროვანი საქართველო", „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი", „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია", „სამართლიანი არჩევნები", „საზოგადოება საჩინო", „ადამიანის უფლებათა დაცვა", „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია", „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი", „აჭარის ექსპერტთა კავშირი", „გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრი", „ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი" და ა.შ.