დღეს, 26 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი - "კრიზისის პრევენციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის შესაძლებლობების გამომუშავება" გაიმართება .
სემინარი თსუ-ის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური განათლების ქართულ-გერმანული ინსტიტუტის და პოტსდამის გამოყენებითი კვლევების უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.
სემინარს პოტსდამის გამოყენებითი კვლევების უნივერსიტეტის პროფესორი ანგელა მიკლეი წარმართავს და მასში მონაწილეობას კულტურის, პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში დასაქმებული პირები მიიღებენ.