„ქრისტიან-დემოკრატები" ყოველწლიურ ტრადიციას განაგრძობენ და საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს რთველში მასპინძლობენ. პარტიის ლიდერები, თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკო ლაშხი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დღეს წინანდალში, შუხმანის ქარხანაში იმყოფებიან.
შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელმა, შვეიცარიის და ჰოლანდიის ელჩებმა, აშშ-ს რესპუბლიკური და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტების, ასევე ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელებმა საწნახელში თავად დაწურეს ყურძენი, გამოხადეს ჭაჭის არაყი, ამოავლეს ჩურჩხელა და გამოაცხვეს შოთის პური.
„ჩვენ უკვე წლებია მივსდევთ ამ ტრადიციას და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ამჯერადაც მივეცით საშუალება მონაწილეობა მიიღონ რთველსა და თანმდევ ღონისძიებებში, რამაც სტუმრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს აქცია მნიშვნელოვანია ქართული ღვინის და სხვადასხვა ეროვნული პროდუქტის პოპულარიზაციის თვალსარისითაც" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.