19 ოქტომბერს ახლადშექმნილი პოლიტიკური პარტიის "განახლებული საქართველოს" ყრილობა გაიმართება. ამის შესახებ დღეს პარტიის თავმჯდომარემ, დავით ფაცაციამ თემქაზე, „არაშენდასთან" განაცხადა.
მისი თქმით, „არაშენდასთან" ახალი პარტიის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთება სიმბოლურია, რადგან ის ნათლად გამოხატავს, თუ როგოირ არ აშენდა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ობიექტი, არამედ საქართველო.
„ჩვენ უნდა ავაშენოთ როგორც "არაშენდა", ისე მთლიანად საქართველო", - განაცხადა დავით ფაცაციამ.
ახლადშექმნილი პარტიის ერთ ერთი ხელმძღვანელის თემურ ჩილაჩავას თქმით, პარტია "განახლებული საქართველო" ხელისუფლების რეალური ალტერნატივა იქნება.
„პარტია იქმნება, რადგან ხალხს ხელისუფლების რეალური ალტერნატივა სჭირდება", - განაცხადა ჩილაჩავამ.
"განახლებული საქართველოს" ლიდერების განცხადებით, მათი პარტია იქნება განახლებისა და აღმშენებლობის პარტია, რომელიც ქვეყანას გაამთლიანებს.
პარტიის ხელმძღვანელებს არაფერი უთქვამთ რუსეტში მოღვაწე ბიზნესმენის მინდია გულუს შესახებ, რომელიც სავარაუდოდ პარტიის რეალური ლიდერი იქნება.
აღინიშნა, რომ პარტიის წევრების შესახებ, სწორედ 19 ოქტომბერს, პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.
ახალი პარტიის წარდგენას ენის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილიაც ესწრებოდა.