"ქრისტიან დემოკრატ" ჯაბა სამუშიას განცხადებას დღეს კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსის" ხენმძღვანელობა გამოეხმაურა.
კომპანიის განცხადებით, ხაზებზე სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა ზაფხულის სეზონის გამო შემცირდა და სექტემბრიდან მოხდა სამარშრუტო ხაზებზე მიკროავტობუსების დამატება. შემდგომ პარტიას კომპანია ოქტომბრის თვიდან კიდევ შემოიყვანს, რომლებიც ძველ სამარშრუტო ტაქსებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ.
,,თბილისის მიკროავტობუსის"განმარტებით, 7 თეთრი არის ტექნიკური ექსპლუატაციის ხარჯი ხოლო, 42 ლარი არის იჯარის გადასახადი, რომელშიც შედის ამორტიზაციის ხარჯი, ბანკის ფინანსირების პროცენტის გათვალისწინებით. ამის შესახებ მძროლები თავიდანვე ინფორმირებულნი იყვნენ.
კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი" უარყოფს კომპანიის მიერ მძღოლებისთვის პირობების დარღვევას.