დღეს პრეზიდენტის სასახლეში უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდა. პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლების პირველი პირები მიხეილ სააკაშვილთან შეიკრიბნენ. სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი და უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი ესწრებოდნენ.
საუბრის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ თემურ იაკობაშვილის მიერ მომზადებული დოკუმენტი იყო. უშიშროების საბჭომ ამ პრობლემის მოგვარების გეგმა მოიწონა. დოკუმენტის სრული ვარიანტი ექვი თვის შემდეგ იქნება. მასში აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი ურთიერთობების აღდგენაზეა საუბარი.