იტალიური მოდის სახლი Dolce & Gabbana, ბრენდ D&G-ს ახალგაზრდული ხაზის ლიკვიდაციას გეგმავს, რომელიც დაახლოებით 20 წლის უკან შეიქმნა.
ორ ცნობილ დიზაინერს სურს გააფრთოვოს არჩევანი და მთავარი ბრენდის ქვეშ გამოვა ექსკლუზიური საღამოს კაბები, სხვადასხვა აქსესუარები, მათ შორის სუნამოები და მზის სათვალეები.
Dolce & Gabbana-ს კაბებში ხშირად ჩნდებიან ისეთი ცნობილი ვარსკვლავები როგორებიც არიან: მადონა და მონიკა ბელუჩი.
1994 წელს მოდის სახლმა გამოუშვა ახალი ხაზი D&G, რომელიც შედარებით ახალგაზრდა სეგმენტზე იყო გათვლილი.