ნეპალში მომხდარ ავიაკატასტროფას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 13 ტურისტრი სამი კი ეკიპაჟის წევრი იყო. თვითმფრინავი ბუდაეარს ეკუთვნოდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავმა შემოწმება აფრენამდე სულ ცოტა ხნის წინ გაიარა.
ინცინდენტი მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი კატმანდუში ბრუნდებოდა.
მომხდარს პოლიცია იძიებს. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ცუდი ხილვადობა გახდა.