რუსეთში სახელისუფლებო ცვილებების შემდეგ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ვლადიმერ პუტინი დაიკავებს, ხოლო პრემიერი დიმიტრი მედვედევი გახდება, ფინანსთა მინისტრი იგორ კუდრინი მთავრობის შემადგენლობას დატოვებს. ამის შესახებ თავად ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.
"მე მაქვს უთანხმოება მედვედევთან პოლიტიკურ საკითხებზე, რაც პირველ რიგში შეეხება ხარჯებს სამხედრო სფეროში", - განაცხადა კუდრუინმა.
შგახსენებთ, რომ რუსეთის მმართველი პარტიის "ედინაია რასიას" ყრილობაზე პუტინმა და მედვედევმა "პოლიტიკური როქის" შესახებ განაცხადეს.
რუსეთის მმართველთა მიერ გაჟღერებული ინფორმაციით, პუტინი კვლავ დაბრუნდება ქვეყნის პრეზიდენტად, ხოლო დიმიტრი მედვედევი პრემიერ მინისტრის პოსტს დაიკავებს.