რუსეთის ფედერაციის სათათბიროს დადგენილებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განცხადება გააკეთა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ დადგენილებას რუსული პროპაგანდის ნაწილი უწოდა.
"თუ რუს დეპუტატებს ძალიან აწუხებთ საქართველოში არსებული ვითარება და მაინცდამაინც სურთ, რაიმე სახის პოზიტიური წვლილი შეიტანონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში, უკეთესი იქნება იმსჯელონ მათი შეიარაღებული ძალების მიერ დანგრეული სახლების მდგომარეობაზე და ამ სახლების აღდგენაზე იმუშაონ. უკეთესი იქნება იმსჯელონ იმ ასობით ათასი ადამიანის მდგომარეობაზე, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების გამო დევნილია დღეს და საკუთარ სახლში ვერ ბრუნდება; უკეთესი იქნება იმსჯელონ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას რუსეთმა ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", _ აცხადებს ბაქრაძე და დასძენს, რომ ეს მართლაც პოზიტიური და მნიშვნელოვანი მსჯელობა იქნებოდა.