რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პარტია "ედინაია როსია"-ს ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დელეგატებს მოუწოდა საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინს დაუჭირონ მხარი.
"მიმაჩნია სწორი იქნება, თუ ყრილობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურას დაუჭერს მხარს", _ განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ იგი თანახმაა ქვეყნის მთავრობაში იმუშაოს.