448 არც ერთის წინააღმდეგ _ ქუთაისში "დიდების მემორიალის" დემონტაჟთან დაკავშირებით რუსეთი სათათბირომ საგანგებო დადგენილება მიიღო. დოკუმენტში წერია, რომ ძეგლის დემონტაჟი არის ვანდალური ფაქტი, რაზედაც საერთაშორისო თანამეგობრობასაც მწვავე რეაქცია უნდა ჰქონდეს. სხდომაზე სიტყვით დეპუტატი ვლადიმეტ ჟირინოვსკი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთთან თანაცხოვრებაზე უარი ქართველი ხალხის პოზიციაა და ვინც არ უნდა მოვიდეს სააკაშვილის შემცვლელად, რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავები სურვილი არც მას ექნება.
დეპუტატი ბაღდასაროვი კი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის დაწყებაში ადანაშაულებს და სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს, რომ პირველი კავკასიური არხის ნაცვლად, რუსეთმა ქართულენოვანი ტელევიზია შექმნას, რომელიც ამ ომში ჩაერთვება.
"ახლა დროა, მივხედოთ საქართველოს, თუ არა და, ფოთსა და ვაზიანში ამერიკული სამხედრო ბაზები გაჩნდება. ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადატურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა განლაგდეს ჯარები, მეტიც: ამას წინათ გამოცხადდა, რომ საქართველოში საინფორმაციო წინააღმდეგობის საშუალებები იქმნება. მათ შორის პირველი კავკასიური ტელეარხი, რომელიც თითქოს მხარს დაუჭერს კავკასიის ხალხების ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას", - აცხადებდნენ რუსეთის დუმაში.