ისრაელი ხელს უწვდის პალესტინელ ხალხს, - ამის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაღუმ განაცხადა.
„სიმართლე ისაა, რომ ისრაელს სურს მშვიდობა და მეც მშვიდობა მსურს", - განაცხადა ნეთანიაღუმ. ამავე დროს, ისრაელის პრემიერი-მინისტრმა კვლავ გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თეზისი იმასთან დაკავშირებით, რომ მშიდობის მიღწევა შესაძლებელია მოლაპარაკებების გზით და არა გაეროს რეზოლუციის მეშვეობით.
მეთანიაღუს გამოსვლა პასუხი იყო პალესტინის ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის გამოსვლაზე, რომელიც გენერეალურ ასამბლეაზე მეთანიაღუზე ადრე გამოვიდა.
ცნობილი ხდება, რომ ახლო აღმოსავლეთის დარეგულირების შუამავალი კვარტეტი მზად არის უახლოეს საათებში შეიკრიბოს გაეროს შტაბინაში. ამ დრომდე კვარტეტს, რომელშიც შედიან რუსეთი, ევოკავშირი აშშ და გაერო, შეთანხმებული არ ჰქონდა შეხვედრის კონკრეტული თარიღი, რისი მიზეზიც მხარეებს შორის პოზიციების შეუთანხმებლობა იყო.
შეგახსენებთ, რომ პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს პალესტინის გაეროს ოფიციალურ და სრულუფლებიან წევრად აღიარების შესახებ განაცხადი გადასცა. "თავმჯდომარე აბასმა ახლახანს გაეროს გენერალურ მდივანს თავისი განაცხადი გადასცა", _ იუწყება გაეროს პრესსამსახური. მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ პალესტინის მიმართვა გაეროს უშიშროების საბჭოში დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებების დასასრულის მაუწყებელი იქნება და მოლაპარაკებებისთვის ადგილი "ნაკლებად დარჩება".