პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს პალესტინის გაეროს ოფიციალურ და სრულუფლებიან წევრად აღიარების შესახებ განაცხადი გადასცა.
"თავმჯდომარე აბასმა ახლახანს გაეროს გენერალურ მდივანს თავისი განაცხადი გადასცა", _ იუწყება გაეროს პრესსამსახური.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ პალესტინის მიმართვა გაეროს უშიშროების საბჭოში დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებების დასასრულის მაუწყებელი იქნება და მოლაპარაკებებისთვის ადგილი "ნაკლებად დარჩება".