პალესტინის მიმართვა გაეროს უშიშროების საბჭოში დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებების დასასრულის მაუწყებელი იქნება. ეს განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა გააკეთა.
"თუ იქნება პირდაპირი მიმართვა, ალბათ ნაკლებად დარჩება ადგილი მოლაპარაკებებისთვის", _ აცხადებს ლიბერმანი.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაჰმუდ აბასი გაეროს გენერალურ მდივანს დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადს უახლოეს საათებში წარუდგენს და იგი ამას იქამდე გააკეთებს, ვიდრე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ეს ინფორმაცია გაეროში პალესტინის ავტონომიის ელჩმა რიად მანსურმაც დაადასტურა.