საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებს. საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღბულ გადაწყვეტილებას უკანონო ქნედებას უწოდებს და 22 სექტემბერს რატიფიცირებულ დოკუმენტს, რომელიც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ სამხედრო ბახების მშენებლობას ითვალისწინებს არ ცნობს.
"რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული ამ უკანონო და უპასუხისმგებლო ქმედებებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ბაზების განლაგების ლეგიტიმაციას და განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ასევე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულებით დადგენილ მოთხოვნებთან. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთმა ეჩშძ ხელშეკრულების შესრულების შეჩერების თაობაზე გაკეთებული არასამართლებრივი განცხადებით შეიქმნა ხელშეკრულების მოქმედების არეალში საკუთარი სამხედრო ძალის განლაგების და უკონტროლო სამხედრო აღმშენებლობის წინაპირობა",- ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ,საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. რატიპიცირებული დოკუმენტი რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შავიზღვისპირეთისა და კასპიის რეგიონებში და მთლიანად ევროპაში.
"საქართველო გმობს რუსეთის ამ ქმედებებს და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას ზეწოლა მოახდინოს რუსეთის ფედერაციაზე და აიძულოს ის შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციის პროცესი", - აღნიშნულია განცხადებაში.