"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმდჯომარემ გიორგი თარგამაძემ და პარტიის საერთაშორისო მდივანმა გიორგი რუხაძემ კიევში, საერთაშორისო კონფერენციში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას სათაურით "ქრისტიან დემოკრატიული ღირებულებები გლობალურ სამყაროში" უკრაინის ქრისტიან-დემოკრტიული კავშირი მასპინძლობდა. საერთაშორისო კონფერენციას აღმოსავლეთ და დასაველთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული და მემარჯვენე პარტიების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.
გიორგი თარგამაძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და დასაველთ და აღმოსავლეთ ევროპაში ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური ძალების კოორდინაციასა და ღირებულებების პოპულარიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა. ქართველი ქრისტიან დემოკრატების ლიდერი ასევე შეხვდა უკრაინის პარლამენტის წევრებს საერქსპერტო წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენელბს.
"ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება და სამართლიანობა ეს ის გაუხუნებელი ღირებულებებია, რომელზეც დაფუძნდა ევროპული სამყარი და დღეს, გლობალიზაციის პირობებში, ქრისტიან დემორკატული ღირებულებები კიდევ უფრო მნიშვენლოვანი ხდება." - განაცხადა თარგამაძემ.