რუსეთი თავისი არსებობის მანძილზე რაოდენობას და არა ხარისხს აქცევს ყურადღებას - ასე მოხდა ტუვალუს მიერ აფხაზეთი აღიარების საქმეშიც. ამის შესახებ საპარლამენტო უმრალესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" წყნარი ოკეოანიის სახელმწოფოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის აღიარების კომენტირებისას განუცხადა.
"რუსეთს აფხასეთის დამოუკიდებლობა ძვირი უჯდება, მაგრამ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის აქ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა და არა იმას თუ რომელი ქვეყანა აღიარებს სეპარატისტული რეჟიმის დამოუკიდებლობას. საქართველოს ხელისუფლებისთვის ტუვალუს გადაწყვეტილება სამწუხარი ფაქტია და არა ტრაგედია", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
წყნარი ოკეანის სახელმწიფომ სახელად - ტუვალუმ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა.
ერთოვლივ განცხადებას აფხაზეთსა და ტუვალუს შორის 18 სექტემბერს სოხუმში მოეწერა ხელი.