დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა თემაზე: ,,ფერმერული მეურნეობების განვითარება საქართველოში". შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ქართველო ფერმერები, დონორი ორგანიზაციების და მსოფლიო ბანკის წარმომადგებლები.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიმოიხილა, სოფლის მეურნეობის სფეროში წელს განხორციელებული პროექტები და რამდენიმე ახალ პროგრამაზეც ისაუბრა, რომლებიც დონორი ორგანიზაციების დახმარებით, 2010 წლიდან უნდა განხორციელდეს.
,,მომავალი წლიდან, ჩვენ გვექნება რამოდენიმე ახალი პროექტი. UშAID-ის პროგრამის ფარგლებში „ფერმერი-ფერმერს" და ჰოლანდიის სამეფოს სამთავრობო პროგრამით „PUM"-ი დაგეგმილია, ქართველი ფერმერების და მეწარმეების დასახმარებლად უცხოელი ექსპერტების და სპეციალისტების ჩამოყვანა, რაც ხელს შეუწყობს, ქართული ფერმერული მეურნეობების განვითარებას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს დონორ ორგანიზაციებთან დააკავშირებს. სამინისტროში უკვე შემოსულია რამოდენიმე ფერმერის განცახდება და იანვრიდან, მათ საწარმოში დასახმარებლად, ამერიკელი ექსპერტები ჩამოვლენ. პროგრამა უფასოა და 2010 წლიდან, ფერმერების მხრიდან, კიდევ უფრო მეტ აქტივობას ველოდებით", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა.
როგორც პროგრამის „ფერმერი-ფერმერს" ხელმძღვანელმა მარიამ კასრაძემ განაცხადა, პროგრამა ხუთწლიანია და 125 უცხოელი ექსპერტის ჩამოყვანას ითვალისწინებს.
ჰოლანდიის სამეფოს სამთავრობო პროგრამა „PUM"-ის წარმომადგენლის ალექსანდრე სოკოლოვსკის განაცხადებით, მათი მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება საქართველოში.