აშშ-ში პოლიციელის მკვლელობისათვის 1991 წელს გასამართლებული ტროი დევისი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. განაჩენის სისრულეში მოყვენამდე ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დევისის ადვოკატის თხოვნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალების შესახებ არ დააკმაყოფილა. ქვეყნის უმაღლესი სასამართლო იყო ბოლო ინსტანცია, რომელსაც განაჩენის შეცვლა შეეძლო.
42 წლის დევისს სასიკვდილი ინექცია შეუყვანეს. აღსანიშნავია, რომ დევისის გათავისუფლების მოთხოვნით ციხის კედლებთან აქციები იმართებოდა, როდესაც მის მომხრეებს აუწყეს, რომ განაჩენი სისრულეში მოიყვანეს მრავალმა მისმა მომხრემ ცრემლი ვერ შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ სიკვდილმისჯილის დაცვისათვის სპეციალურად შედგენილ წერილს თითქმის მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი, მაგრამ ამან განაჩენზე ვერ იმოქმედა.
მრავალი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, რომელთა შორის იყვნენ პაპი ბენედიქტე XVI, აშშ-ს ექს-პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, "ეფ-ბი-არ"-ის ყოფილი დირექტორი, მუსიკოსები და მსახიობები, ასევე საფრანგეთის, გერმენიის, ევროსაბჭოს და "ამნესტი ინტერნაციონალის" ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ დევისის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იგი სიჯვდილით დასაჯო. თუმცა მიუხედავად ამისა, მოსამართლემ განაჩენი არ შეცვალა.