აშშ გაეროს უშიშროების საბჭოში წინადადებას, რომლის მიხედვითაც პალესტინა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს ვეტოს დაადებს. აშშ-ს პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის ლიდერთან მაჰმუდ აბასთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.
"ჩვენ იძულებულნი ვართ, გაეროს უშიშროების საბჭოში ნებისმიერი მოქმედების წინააღმდეგ გამოვით, აუცილებლობის შემთხვევაში კი ვეტოსაც გამოვიყენებთ", _ ციტირებს "როიტერი" აშშ ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელს ბენ როდს. ეს განცხადება როდსმა ობამასა და აბასის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მიუხედავად ამისა, აბასი მაინც აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის მოთხოვნას მომავალშიც გააგრძელებს.