დაღესტანში მომხდარი აფეთქების დროს დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობამ 61 ადამიანს მიაღწია, მათგან ჰოსპიტალიზებულია 32 ადამიანი, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"რესპუბლიკურ სამედიცინო ორგანოებში 32 ადამიანი იმყოფება, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია, 29 ადამიანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმედ ფასდება", _ იუწყება სამინისტრო.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, პირველი აფეთქების სიმძლავრე 3 კილოგრამ ტროტილის ექვივალენტს უდრიდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ მახაჩკალაში ერთ-ერთ ავტომობილში იყო დამონტაჟებული. მეორე ბომბი კი სხვა ავტომობილში იყო მოთავსებული, მისი სიმძლავრე 35-40 კილოგრამ ტროტილის ექვივალენტს უდრიდა.
აღნიშნული აფეთქებების ფაქტზე უკვე აღძრულია სისლის სამართლის საქმე. დაღესტანის პრეზიდენტმა, რომელიც სამუშაო ვიზიტიტ მოსკოვში იმყოფებოდა, ვიზიტი შეწყვიტა და დაღესტანში დაბრუნდა.