საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის პრეზიდენტს მიშელინ კალმი-რეის შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს.
მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში შვეიცარიის, როგორც მედიატორი ქვეყნის როლის გაზრდასაც. ორი ქვეყნის პირველი პირები შეთანხმდნენ, რომ, ამ თვალსაზრისით, დიალოგი კვლავაც გაგრძელდება და მხარეები უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
მიხეილ სააკაშვილმა და მიშელინ კალმი-რეიმ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხის შესახებაც ისაუბრეს.