დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე სიტყვით წარდგება.
მიხეილ სააკაშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო ლიდერებს საქართველოს პოზიციას გააცნობს იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას უკავშირდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი გარდა ქვეყნის უსაფრთხოებისა, ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრებს.
"საქართველოს პრეზიდენტი შეეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებსაც" - განაცხადა მანჯგალაძემ.