ირანის სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებული 2 ამერიკელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. შონ ბაუერსა და და ჯოშ ფატალს სამი წელი ირანის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, 5 წელი კი ჯაშუშობისთვის მიესაჯათ, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალა და 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს.
ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი ჯაშუშები არ არიან, ხოლო საზღვარი ისე გადაკვეთეს, რომ ეს არ იცოდნენ. ირანის სასამართლომ მესამე ბრალდებული სარა შურდი გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლა.