ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა გამარტივებული სქემით შეუძლებელია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნაზე.
ასამბლეის დღის წესრიგში მღელვარებებით მოცულ არაბულ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა და პალესტინის ავტონომიის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გაეროში გაგზავნილი მიმართვაა.
აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, პირველ ყოვლისა, პალესტინელები და ებრალები მოლაპარაკებათა მაგიდას უნდა მიუსხდნენ და ყველა სადავო საკითხი გადაწყვიტონ.
"მხოლოდ გაეროს რეზოლუციებით მშვიდობას ვერ მივაღწევთ", _ განაცხადა ობამამ.