ირანში სისრულეში მოიყვანეს განაჩენი სიკვდილით დასჯის შესახებ და 17 წლის ალიზერ მოლლა-სოლტანი, ათლეტის მოკვლისთვის სიკვდილით დასაჯეს. 17 წლის ახალგაზრდის მიერ მოკლული ათლეტს "ირანში ყველაზე ძლიერი ადამიანის" ტიტული ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოზარდი საჯაროს ჩამოახრჩვეს ზუსტად იმ ადგილზე, სადაც დანაშაული ჩაიდინა - თეირანის გარეუბანში.
სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილით დასჯის წინ, მოზარდი ხმამაღლა ტიროდა და შეწყალებას ითხოვდა.
საერთაშორისო უფლებების დამცველ ორგანიზაციებს არაერთგზის მოუწოდებიათ ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის, არასრულწლოვანისთვის გამოტანილი განაჩენი გაეუქმებინათ.
ირანს რატიფიცირებული აქვს გაეროს კონვენცია, რომელიც ბავშვის უფლებებს ეხება და იგი 18 წლამდე მოზარდებს სიკვდილით დასჯას კრძალავს. თუმცა ირანელმა მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მუსულმანური კალენდრით, მოზარდს დანაშაულის ჩადენის დროს უკვე შეუსრულდა 18 წელი.