საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკება, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება, 22 სექტემბერს თბილისში გაიმართება.
"სხდომის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სამეზობლო პოლიტიკას დაეთმობა, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას და ასოცირებას შესახებ შეთანხმებას", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ქართული მხარე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხზეც გაამახვილებს ყურადღებას.