ხვალ, 22 სექტემბერს, მიგრაციის, ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის წევრი თინა აკეტოფტი ევროპის საბჭოს ოფისში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ანჯეი თიშკიევიჩს შეხვდება.
11:00 საათზე სტუმარი წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაემგზავრება. დაგეგმილია მისი შეხვედრა ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობასთან. 15:00 საათზე თინა აკეტოფტი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზონას დაათვალიერებს. დღის მეორე ნახევარში უცხოელი მაღალჩინოსანი საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეხვდება, რითაც ვიზიტის ოფიციალურ მხარე სრულდება კიდეც.
აკეტოფტი საქართველოს 19 სექტემბერს ეწვია და 23 სექტემბერს დატოვებს.