თავისუფალი დემოკრატები რეგიონებში შეხვერდებს განაგრძობენ. ირაკლი ალასანია მარტვილის რაიონის სოფელ მუხურჩას მცხოვრებლებს შეხვდა.
„ ამ ხალხს მიწები წაართვეს. ხელისუფლებამ მალულად მიიღო გადაწყვეტილება და ამ ადამიანების კუთვნილი მიწები ერთ დღეს გაასხვისა. ამასთან შეგუაბას არ ვაპირებთ, ვგეგმავთ პარლამენტში ამ საკითხის დაყენებას, გამოვიყენებთ კანონმდებლობით მონიჭებულ ყველა უფლებას და ამ დამცირებას არ ვაპატიებთ არცერთ გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს და არც სააკაშვილს. ამ ადამინებს საკუთარი უფლებების დაცვა უღირს ბრძოლად. ამ ბრძოლაში მეც მათ გვერდით ვიქნები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მუხურჩას მცხოვრებლებთან შეხვედრის შემდედ.
როგორ ადგილობრივები აცხადებენ მიწების გასხვისებას მარტვილის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია ლობირებს, რომელიც სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ძმაა.