საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს 66-ე გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების კვირის ფარგლებში, სურინამის, პარაგვაის, მალდივების, ინდონეზიის, პალაუს, სერბეთის და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე პოლიტიკური თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, საუბარი შეეხო ასევე გაერო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.
გრიგოლ ვაშაძემ და სურინამის საგარეო საქმეთა მინისტრ ვინსტონ ლაკინმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმსს მოაწერეს ხელი.