სანკტ-პეტერბურგის ექს-გუბერნატორი ვალანტინა მატვიენკო რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერად აირჩიეს. მატვიენკოს კანდიდატურას მხარი დაუჭირა 140-მა სენატორმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა 1-მა.
ვალენტინა მატვიენკო გახდა პირველი ქალი რუსეთის ისტორიაში, რომელმაც ასეთი მაღალი პოსტი დაიკავა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის თანამდებობა სერგეი მირონოვის გადადგომის შემდეგ გახდა ვაკანტური. მირონოვი ფერედაციის საბჭოს 10 წელი ხელმძღვანელობდა და მან პოსტი 18 მასისს დატოვა.
მირონოვის მიერ თანადებობის დატოვების მიზეზი პეტერბურგის სათათბიროს მიერ ფედერაციის საბჭოდან მისი გამოწვევა გახდა.