ჩვენი გამოცდილება ყველასთვის იმედისმიმცემია: რადიკალური ცვლილებები შესაძლებელია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში, სამიტ კონკორდიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოდელი სრულყოფილი არ არის, და შესაძლოა, არც არაბულ ერებს მოერგოს და არც რეგიონის სხვა ქვეყნებს, თუმცა საქართელოს გამოცდილება ყველასთვის იმედისმიმცემია.
"ვფიქრობ, რომ ჩვენი მოვალეობაა მეგობარ არაბულ ქვეყნებს და ყველა სხვა დანარჩენს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება გარდამავალი დემოკრატიის საკითხებში", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რამდენად ლამაზი და ამაღელვებელიც არ უნდა იყოს პოპულარული რევოლუციები, ნამდვილი რევოლუცია უმეტესად შედგება მისი მომდევნო რეფორმების ვრცელი და რთული პროცესისგან.
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა აშშ-ის როლზე თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული პროცესების გამყარებაში, რაც მხოლოდ აძლიერებს "ჩვენს ეროვნულ კონსესუსს პროდასავლურ ორიენტაციასთან დაკავშირებით".
"თავისუფლების ხელშეწყობა ერთადერთი გრძელვადიანი პოლიტიკაა, რომელიც ჩვენი მტრებისგან დაგვიცავს და საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ სათანადო პირობები კონკორდიასთვის, რომლისკენაც ყველა ერთად ვისწრაფვით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ვისაც თავისუფლების ჩახშობა სურს, სწორედ ამიტომ არის კონკორდიას ინიციატივები ფუნდამენტალური", - განაცხადა სააკაშვილმა.