აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც დღეს პალესტინის ავტონომიის ლიდერს მაჰმუდ აბასს შეხვდება, შეეცდება დაარწმუნოს, იგი, რომ უარი თქვას გაეროს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მოღებაზე, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.
ობამა ასევე გამართავს შეხვედრას ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაღუსთან.
ობამამ უკვე განაცხადა, რომ აშშ ვეტოს დაადებს უშიშროების საბჭოში პალესტინის ავტონომიის გაეროს სრულუფლებიან წევრად აღიარების წინადადებას.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, აშშ და ისრაელი დარწმუნებულნი არიან, რომ რეგიონში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია პირდაპირი მოლაპარაკებების გზით. ამის მიუხედავად აშშ-ის რუსეთის, ევროკავშირისა და გაეროს მცდელობა განახლდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჯერჯერობით შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გასულ წელს გაიმართა. მაჰმუდ აბასიგაეროს სრულუფლებიანი წევრობის სურვილს, სავარაუდოდ, პარასკევს გააჟღერებს, მას შემდეგ რაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე წარსდგება. წინადადებას წერილობითი სახე ექნება და ის გაეროს გენერალური მდივნისადმი იქნება მიმართული.
თუმცა, ობამას გადაწყვეტილი აქვს დაარწმუნოს მაჰმუდ აბასი, არ მოითხოვოს ამ საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში კენჭისყრა, რათა ახლო აღმოსათვლეთის შუამავალთა კვარტეტს მიეცეს დრო შეიმუშავოს მოლაპარაკებების განახლების ახალი წინადადებები.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ობამა ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს პირდაპირ ეტყვის, რომ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გზა გაეროზე არ გადის.