საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 66-ე გენერალურ ასამბლეის ფარგლებში, „ღია მთავრობის თანამშრომლობის" (Open Government Partnership) კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების მსვლელობისას, ლიდერებმა მთელი რიგი საკითხები განიხილეს. გაიმართა მრავალმხრივი დისკუსიაც სახელწოდებით „გახსნილობის ძალა".
კონფერენციაზე, რომელსაც, დაახლოებით, 200 წარმომადგენელი ესწრებოდა, შეიმუშავეს ის მექნიზმები, თუ როგორ უნდა გაზარდონ მხარდაჭერა, გააღრმავონ პასუხისმგებლობა, შექმნან პროდუქტიულობა, ხელი შეუწყონ ზრდას, ებრძოლონ კორუფციას, გააუმჯობესონ ქმედითუნარიანობა და გამოიყენონ დაგროვილი ცოდნა, რათა 21-ე საუკუნეში შესაძლებელი გახდეს უფრო ეფექტიანი პოლიტიკის წარმოება და უკეთესი მთავრობების შექმნა.
ღია მთავრობის პარტნიორობა ახალი საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობათა კონკრეტული ვალდებულების დაცვას, სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობას, გამჭვირვალობის ხელშეწყობას, საზოგადოების როლის გაზრდას, კორუფციის დაძლევას და მმართველობის გასაძლიერებლად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას.