თავისუფლება და დემოკრატია, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს საუკეთესო იარაღებად რჩება ექსტრემიზმის წინააღმდეგ ,_ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში, სამიტ კონკორდიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის სიტყვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა კონკორდია სამიტის დამაარსებლებს დამაარსებლებს, ნიკ ლოგოთეტისს და მეთიუ სვიფტს და აღნიშნა, რომ მათ განსაკუთრებით ზუსტი და დროული იყო სამიტისთვის ექსტრემიზმის თემის არჩევა.
"ომს, რომელიც ექსტრემიზმმა თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ დაიწყო, დასასრული არ უჩანს.რადგან თავისუფლება და დემოკრატია, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს საუკეთესო იარაღებად რჩება ექსტრემიზმის წინააღმდეგ - ეს არის ის, რატომაც ექსტრემისტებს ეს ორი რამ ესოდენ სძულთ. რადგან ისტორიის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა და უპირისპირდება იმ ილუზიებს, რომლებსაც 90-იანი წლების ზოგიერთი ანალიტიკოსი ავრცელებდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.