ავღანეთის დედაქალაქში საკუთარ სახლთან ქვეყნის ექს-პრეზიდენტი ბურხანუდინ რაბანი მოკლეს, რომელის მშვიდობის უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების დროს რაბანი თალიბების წარმომადგენლებს ხვდებოდა.
ამ დროისთვის უცნობია, იმყოფებიან თუ არა აფეთქებასთან კავშირში მოკლულის "სტუმრები".
მშვიდობის უმაღლესი საბჭო თალიბებთნ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თავად რაბანი ასევე ქვეყნის ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობდა.