რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება საბაჟო საკითხებში თანამშრომლობის შესახებ დუმაში რატიფიკაციისთვის შეიტანა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოსკოვში 2010 წლის 9 დეკემბერს მოეწერა. მედვედევმა შეთანხმების რატიფიკაციისას თავის წარმომადგენლად ფედერალური საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე კონსტანტინე ჩაიკა დანიშნა.
"შეთანხმებით გათვალისწინებულია საბაჟო საქმეებში თანამშრომლობის გაღრმავება და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლა, სამოქალაქო და სატვირთო მიმოსვლის გამარტივება რუსეთის ფედერაციასა და რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთს შორის", _ ნათქვამია დოკუმენტში.