საბანკო სისტემაში დეპოზიტების ზრდის ტენდენცია კვლავ გრძელდება. როგორც მოსალოდნელი იყო კომერციულმა ბანკებმა გაააქტიურეს საკრედიტო ოპერაციები, რის შედეგადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღინიშნა ბანკების საკრედიტო პორტფელების ზრდა. მოსალოდნელია, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საკრედიტო აქტივობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება.
როგორც სებ-ში განმარტავენ, განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკები მოელიან რეცესიიდან გამოსვლას, მაგრამ ამ პროცესის ხანგრძლივი ხასიათიდან გამომდინარე არ ჩქარობენ ფისკალური და მონეტარული სტიმულების შეჩერებას. საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გამოცოცხლება ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი უნდა იყოს. ამასვე ადასტურებს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდის პროგნოზები, რაც ინფლაციის ზრდის მიმართულებით ზეწოლას შექმნის.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2010 წლის 20 იანვარს გაიმართება.