დღეს, 19 სექტემბერს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის, ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის წევრი თინა აკეტოფტი ეწვევა.
აკეტოფტი ოფიციალურ შეხვედრას 20 სექტემბერს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისიდან დაიწყებს. იმავე დღეს აკეტოფტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან გამართავს შეხვედრას. დღის მეორე ნახევარში მაღალჩინოსანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება, რომლის დასრულების შემდეგ აკეტოფტი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წამრომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.
21 სექტემბერს მიგრაციის, ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის წევრი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გაემგზავრება და კობა სუბელიანს შეხვდება. პროტოკოლით გათვალისწინებული 45-წუთიანი საუბრის შემდეგ აკეტოფტი კოლექტიურ ცენტრში აფხაზთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდება.
ვიზიტის მესამე დღეს უცხოელი სტუმარი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე ირაკლი ფორჩხიძეს შეხვდება. საგარეო საქმეთა სამინისტროში აკეტოფტს 15:45 საათზე ელოდებიან. უცხოელ სტუმარს გრიგოლ ვაშაძის მოადგილე თორნიკე გორდაძე მიიღბს.
22 სექტემბერს ევროპოს საბჭოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ოფისში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ანჯეი თიშკიევიჩს შეხვდება.
11:00 საათზე სტუმარი წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში გაემგზავრება. დაგეგმილია მისი შეხვედრა ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობასთან. 15:00 საათზე თინა აკეტოფტი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზონას დაათვალიერებს.
დღის მეორე ნახევარში უცხოელი მაღალჩინოსანი საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეხვდება, რითაც ვიზიტის ოფიციალურ მხარე სრულდება კიდეც.
აკეტოფტი საქართველოს 23 სექტემბერს დატოვებს.